”ბალეტის სწავლება”
ბალეტის სწავლას ადრეულ ასაკში იწყებენ. საბალეტო სკოლაში 8 წლის ბავშვები იღებენ. ბალეტს გრაცია, ნებისყოფა და მოქნილობა სჭირდება, ამიტომ მასწავლებლები სწორედ ამ მონაცემებით დაჯილდოებულ ბავშვებს ეძებენ. სტუდიაში, სადაც მოცეკვავეები ვარჯიშობენ, კედლებზე ჰორიზონტალური ძეგლებია მიმაგრებული, რომელსაც მოცეკვავე ხელით ეყრდნობა, რათა ვარჯიშისას წონასწორობა შეინარჩუნოს. კედლებზე ასევე სარკეებია, რათა მოცეკვავემ თავისი მოძრაობა დაინახოს. კარიერის მწვერვალზე მყოფმა მოცეკვავემაც კი ყოველდღე გულმოდგინედ უნდა ივარჯიშოს. ბალეტის მოცეკვავის, განსაკუთრებულათ ბალერინასთვის(მოცეკვავე ქალი) ყველაზე დიდი სირთულე ფეხის წვერებზე ცეკვაა. საამისოდ ბალერინას საგანგებო ფეხსაცმელი აცვია, რომელსაც გამძლე და მაგარი წვერები აქვს.
No comments:
Post a Comment